ოპოზიციის ალიანსი” პატიმრების ოჯახის წევრებთან შეხვედრას მართავს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პატიმრების ოჯახის წევრებთან საუბარი შეეხება იმას, თუ როგორ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს პროტესტის გააქტიურება.
„პატიმრების ოჯახის წევრები, პროტესტის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან, პატიმრების ღელვის საგანი არა საკუთარი თავები, არამედ საკუთარი ოჯახის წევრებია.
გვინდა ვისაუბროთ პატიმრების ბედზე, მაგრამ არა მხოლოდ. ვისაუბრებთ მთავარ საკითხებზე და არა მხოლოდ ჩვენს გეგმებს გავუზიარებთ, არამედ მათ ხედვებსაც მოვისმენთ, თუ როგორ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს პროტესტის გააქტიურება“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

