აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

” ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია” – დიმიტრი პესკოვი

ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინს ეს არაერთხელ უთქვამს. მას საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია. რაც შეეხება ნატო-ზე თავდასხმისთვის მზადებას, ეს სრულ სისულელეს წარმოადგენს. პუტინს ძველი საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს და ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ჩვენ ამისგან თავი უნდა დავიცვათ. არ მსურს, რომ რუსეთი ნატო-ს ტერიტორიას თავს დაესხას, თუმცა რუსეთის სახელმწიფო და უსაფრთხოების დოქტრინებში სწორედ ამაზეა საუბარი“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

დიმიტრი პესკოვი გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ნატო-ზე თავდასხმისთვის ემზადება და მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს.

იტვირთბა....