არ გვინდა ომი, არავის მოწინააღმდეგედ ან მეტოქედ არ მივიჩნევთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვემზადებით ომისთვის, რათა ეს არ მოხდეს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ბელარუსს რუსულ მხარესთან თავდაცვის საკითხებში სრული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვს.
„რუსეთის მხრიდან სრული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა გვაქვს. ამიტომ, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ არავისზე თავდასხმის განზრახვა არ გვაქვს. ეს ჩვენი საქმე არ არის. საკმარისია ბრძოლა. ამიტომ, დაისვა ჩვენი ბირთვული იარაღის დაბრუნების საკითხი, რაც ჩვენ გავაკეთეთ კიდეც. დაისვა საკითხი საბრძოლო მზადყოფნაში რუსული წარმოების ყველაზე თანამედროვე სისტემების განლაგების შესახებ. რუსეთისგან სრული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა გვაქვს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

