ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

საქართველოსგან ქიმიური იარაღის კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებას მოველით – სტივენ დაუთი

საქართველოსგან ქიმიური იარაღის კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებას მოველით – ამის შესახებ წერს გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი, სამეფოს თემთა პალატის წევრის, ჯესიკა მორდენის კითხვის პასუხად, რომელიც BBC-ს გამოძიებას ეხებოდა.

“ღრმად შეშფოთებული ვიყავი BBC-ს რეპორტაჟით, რომელმაც ივარაუდა, რომ საქართველოს პოლიციამ 2024 წლის ბოლოს თბილისში ტოქსიკური ქიმიკატები გამოიყენა მომიტინგეების წინააღმდეგ და ჩვენ საქართველოსგან ქიმიური იარაღის კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებას მოველით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებაზე კონვენციაში არსებული აკრძალვების ნებისმიერი სახით სავარაუდო დარღვევა შესაბამისად იქნეს გამოძიებული” – წერს სტივენ დაუთი.

იტვირთბა....