“უკრაინა აშშ-ის შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდა”, – ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე, კონკრეტულად კი რუსტემ უმეროვზე, დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც რუსტემ უმეროვი, უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებს უკრაინის ტავრობა რამდენიმე მცირე დეტალის შეთანხმების შემდეგ მზადაა გეგმას დათანხმდეს, თუმცა რუსეთისგან ჯერ-ჯერობით უკუკავშირი არარის.
„უკრაინელებმა სამშვიდობო შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადეს. რამდენიმე უმნიშვნელო დეტალია დარჩენილი, რომელიც უნდა დაზუსტდეს, თუმცა ისინი სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდნენ“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ასევე, გამოცემის ცნობით, დღეს აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი აბუ-დაბიში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდა.
„მდივანი დრისკოლი ოპტიმისტურად არის განწყობილი. იმედია რუსებისგან პასუხს მალე მივიღებთ“, – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

