ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

“ეს არა მხოლოდ ომი, არამედ უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ წინასწარგანზრახული ტერორია” – სალომე ზურაბიშვილი ტერნოპილზე თავდასხმაზე

” ეს არა მხოლოდ ომი, არამედ უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ წინასწარგანზრახული ტერორია” – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  X-ზე წერს, რითიც უკრაინის ქალაქ ტერნოპილზე თავდასხმას გამოეხმაურა.

“რუსეთის სასტიკმა დარტყმამ 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 93 დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ეს არა მხოლოდ ომი, არამედ უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ წინასწარგანზრახული ტერორია“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს  რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია, რის შედეგადაც  26 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულია 93 ადამიანი. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

იტვირთბა....