ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით , ბირთვული პროგრამის საკითხი მხოლოდ დიპლომატიური გზით მოგვარდება.
როგორც აბას არაღჩიმ განმარტა, ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ შეერთებული შტატები ირანის მიმართ პატივისცემას გამოიჩენს.
„ირანელ ხალხს პატივისცემით თუ დაელაპარაკებით, ჩვენც მსგავსად გიპასუხებთ. ძალით თუ დაგველაპარაკებით, ჩვენც მსგავსად გიპასუხებთ. მჯერა, ირანელებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ამაყი ხალხია“, – განაცხადა არაღჩიმ.

