უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში რუსეთის ძალების იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, დაშავებულია 93 ადამიანი. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 470 უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის 48 რაკეტა გაუშვა.

