ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ელენე ხოშტარია ზაჰესის იზოლატორში გადაჰყავთ

კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებული “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ელენე ხოშტარია ზაჰესის იზოლატორში გადაჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია ცოტა ხნის წინ, თავის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ელენე ხოშტარიამ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”
იტვირთბა....