ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი 1990 წლის 16 ივლისს მოაწერა, თუმცა დოკუმენტი სწორედ 1991 წლის აგვისტოში გამოვიდა და რეფერენდუმით იმავე წლის 1 დეკემბერს დადასტურდა.

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს მეოთხედ აღნიშნავს რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის პირობებში.

პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს:

“ჩვენ ვაშენებთ უკრაინას, რომელიც იქნება ძლიერი და საკმარისად ძლევამოსილი, რათა უსაფრთხოებაში და მშვიდობაში იცხოვროს. რათა აქ, ამ მოედანზე, ჩვენს თავისუფლების მოედანზე, ჩვენი დროშების ქვეშ, ჩვენს მიწაზე, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს შეეძლოთ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, მშვიდობაში, სიმშვიდეში, მომავლის რწმენით, პატივისცემით და მადლიერებით ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაიცვა უკრაინა ამ ომში დამოუკიდებლობისთვის. მათ მიმართ, ვინც გაუძლო, ვინც გაუმკლავდა, ვინც გამარჯვება მოიპოვა.

ასეთი მიზანი ღირს, რომ იცხოვრო მისთვის და ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვდგავართ.

გილოცავთ დღესასწაულს, დიდი ხალხო დიდ ქვეყანაზე!
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
დიდება უკრაინას!”

იტვირთბა....