ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არჩილ მუსელიანცს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

მოსამართლე გიორგი არევაძემ არჩილ მუსელიანცს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მუსელიანცს პარლამენტთან დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების კაბელების დაზიანებას ედავებოდნენ, რამაც 534 ლარის ზიანი გამოიწვია.

არჩილ მუსელიანცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით და სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....