ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პუტინი უკრაინისგან დონბასის მთლიან რეგიონს, NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმასა და ქვეყნის ტერიტორიაზე დასავლელი ჯარისკაცების არ დაშვებას ითხოვს” – REUTERS

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინისგან დონბასის მთლიან რეგიონს, NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმასა და ქვეყნის ტერიტორიაზე დასავლელი ჯარისკაცების არ დაშვებას ითხოვს, – ამის შესახებ
გამოცემა REUTERS სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ტრამპთან შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ თუ უკრაინელები დონბასიდან ჯარისკაცებს გაიყვანენ, სანაცვლოდ რუსეთი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ფრონტის ამჟამინდელ ხაზებს შეაჩერებს. მოსკოვი ასევე დათმობს ხარკოვის, სუმისა და დნიპროპეტროვსკის რეგიონების მცირე ნაწილებს, რომლებსაც ის აკონტროლებს.
როგორც REUTERS წერს, ღია წყაროებიდან მიღებული მონაცემებით, რუსეთი აკონტროლებს დონბასის დაახლოებით 88%-ს და ზაპოროჟიესა და ხერსონის 73%-ს.
იტვირთბა....