ახალი ამბები მთავარი

დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების პრესსამსახურის ცნობით, დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე და რუსეთს გადასცა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები  სალდიზ მეტინი, გურენ სელჩუკი და დემიროზ უგური „თურქეთში კრიმინალური ტრანსნაციონალური დაჯგუფების წევრები არიან და ეჭვმიტანილები არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში“.
თავად აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება თურქეთის მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებს.
 “გალის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეები გასამართლდნენ და გააძევეს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან, საერთაშორისო თანამშრომლობის გზით რუსულ მხარეს გადასცეს“, – ნათქვამია დეფაქტო ხელისუფლების სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
იტვირთბა....