“ეს ყველაფერი [აგვისტოს ომი] მიშას ბრალი იყო. ის შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე. ეს მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ მრავალი პრობლემიდან, რომელიც მან გამოიწვია.
ისინი [რუსები] აქ [გორში] მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ მოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. თუ დაიჯერებთ, მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს. რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამდენ ზიანს მიაყენებდნენ”- ამბობს The New York Times-თან ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

