ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის ლიდერების ორმხრივ შეხვედრას ელოდება”- თეთრი სახლის პრესსპიკერი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის ლიდერების ორმხრივ შეხვედრას ელოდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი იდეა იყო ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრის ჩატარება, ნაცვლად ტრამპის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრისა, ლევიტმა უპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინთან, ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ მიიღეს.

„ყველა თანხმდებოდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ორი ლიდერი ერთად დასხდებოდა და პრეზიდენტი ამას ელოდება“, – განაცხადა ლევიტმა.

მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს ამ შეხვედრის ჩასატარებლად.

ამასთან, ლევიტმა თავი შეიკავა შეხვედრის ადგილმდებარეობის შესაძლო ვარიანტების დასახელებისგან.

 

იტვირთბა....