ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს ორშაბათს გამართული საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან პოტენციური შეხვედრის ადგილად მოსკოვი შესთავაზა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
AFP-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან საუბარში „პუტინმა მოსკოვი ახსენა“, როგორც შესაძლო შეხვედრის ადგილი.
ერთ-ერთმა წყარომ დასძინა, რომ ზელენსკიმ ამ წინადადებაზე უპასუხა „არა“.

