საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ვლადიმერ ტატიშვილი გადადგა.
ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ წევრებს ტატიშვილის წერილი გააცნო.
ვლადიმერ ტატიშვილი სამწლიანი ვადით 2022 წლის 11 ნოემბერს აირჩიეს.

