ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა. ევროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა- ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა” – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა. ვროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა — ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა, – ამის შესახებ  ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში წერს.
ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა.
 ევროკავშირი 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა.
დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ. 
ევროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა — ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა. 
საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს.” წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოციალურ ქსელში.
იტვირთბა....