ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვაშინგტონში ტრამპის და ზელენსკის შეხვედრას ევროპელი ლიდერები დაესწრებიან

ორშაბათს, ვაშინგტონში, ტრამპის და ზელენსკის შეხვედრას ევროპელი ლიდერები დაესწრებიან.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, თეთრ სახლში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრას ისიც შეუერთდება.

“პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, ხვალ თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას შევუერთდები”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ფრიდრიხ მერციც დაესწრება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ შეხვედრას მაკრონი,  მელონი, სტარმერი, სტუბი და რუტე დაესწრებიან.

იტვირთბა....