ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აშშ-ის თავდაცვის მდივანი ტრამპი-პუტინის სამიტს შეუერთდება”- CNN

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ალასკაზე გაემგზავრა, – განუცხადა CNN-ს თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჰეგსეტი არ შედიოდა იმ ოფიციალურ პირთა სიაში, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს რუსეთის ლიდერთან სამიტზე თან ახლდნენ.

გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი დენ კეინი ასევე პარასკევს გაემგზავრა ალასკაზე – ნათქვამია მის საჯარო განრიგში.

იტვირთბა....