თედო აბრამოვი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს, პოლიციამ საკუთარი სახლიდან გამოსვლისას დააკავა.
მას პროკურატურა 5 გრამ კლუბური ნარკოტიკის ფლობას ედავებოდა და ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

