აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაში დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათზე) არის დაგეგმილი. ცნობილია, რომ პუტინი და ტრამპი ჯერ პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს, მოგვიანებით კი დელეგაციების თანდასწრებით, სამუშაო საუზმის ფორმატში გამართავენ მოლაპარაკებებს. რუსული მხარის დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება სერგეი ლავროვიც.
ლავროვი ტრამპისა და პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ისინი წინასწარ არაფერს გეგმავენ და მათმა მხარებ იციან საკუთარი არგუმენტები.
“ჩვენ არაფერს ვგეგმავთ წინასწარ. ჩვენ ვიცით ჩვენი არგუმენტები. ჩვენ ნათელი, გასაგები პოზიცია გვაქვს. ჩვენ მას დავაფიქსირებთ. აქ სტივ ვიტკოფის ვიზიტის დროს უკვე ბევრი რამ გაკეთდა. ის პრეზიდენტ ტრამპის სახელით საუბრობდა. მე იმედი მაქვს, რომ დღეს გაგრძელდება ძალიან სასარგებლო საუბარი” – განცხადა ლავროვმა.

