ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გლობალური ომის პარტიის შესახებ პროპაგანდის რეალური მიზეზი არის რუსეთთან დაკავშირებული, ეს უნდა განვიხილოთ როგორც ფარდა, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მთავრობას მოსკოვთან დაახლოვდეს” – მაიკლ კარპენტერი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი, მაიკლ კარპენტერი Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში საქართველოზე საუბრობს. მისი თქმით, პროპაგანდა, რომელიც გლობალური ომის პარტიას ეხება, რუსეთთანაა დაკავშირებული და საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს, რომ მოსკოვთან დაახლოვდეს.

საქართველო ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან დაახლოებით, სულ უფრო ამცირებს მისი როგორც მოთამაშის როლს, როდესაც საქმე დასავლეთთან ეკონომიკურ ინტეგრაციას ეხება. რეალურად ახლა საქართველოს ბნელი დრო უდგას, ქვეყანა ვითარდება ავტორიტარული მიმართულებით. ნატოზე რომ არაფერი ვთქვათ, ევროკავშირის გაწევრიანების პერსპექტივებიც უმნიშვნელოა.

გლობალური ომის პარტიის შესახებ პროპაგანდის რეალური მიზეზი არის რუსეთთან დაკავშირებული, ეს უნდა განვიხილოთ
როგორც ფარდა, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მთავრობას მოსკოვთან დაახლოვდეს” – განცხადა კარპენტერმა ინტერვიუში.

იტვირთბა....