რუსეთის სასამართლომ ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ელისაშვილი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). რუსეთს მასზე გამოცხადებული აქვს საერთაშორისო ძებნა.
„სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში უკრაინის მხარეს სამხედრო ოპერაციებში დაქირავებული მებრძოლის სტატუსით მონაწილეობისთვის. სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტში ელისაშვილმა უკრაინაში სამხედრო მომზადების კურსი დაასრულა, მიიღო იარაღი და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც, ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ, დაქირავებული მეომრის სახით მონაწილეობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში” – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი უკრაინაში 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის საწყის ეტაპზე იბრძოდა.

