უთო/ოდირი ფორმულასთან აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავრობისგან არ მიუღია მოწვევა თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად, შესაბამისად, 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდებიან.
„ეფექტური სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებისა და დამკვირვებლების განლაგებისთვის დარჩენილი შეზღუდული დროის გათვალისწინებით, ODIHR-ს აღარ შეუძლია ჩაატაროს ყოვლისმომცველი და შინაარსიანი არჩევნების დაკვირვება“ — აცხადებენ ეუთო/ოდირში.
ეუთო/ოდირი წუხს მოწვევის არარსებობის გამო, რაც მათივე თქმით, ეწინააღმდეგება წინა პრაქტიკებს, როდესაც მათ 2021, 2017, 2010 და 2006 წლების ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად იწვევდნენ.
„როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ODIHR არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომლებსაც არ აკვირდება, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს ჩვენი მანდატით განსაზღვრულ ყველა სფეროში“ — აცხადებენ ეუთო/ოდირში.

