ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„რუსეთი ომს აჭიანურებს და შესაბამისად, ის უფრო ძლიერ გლობალურ ზეწოლას იმსახურებს” – ზელენსკი

რუსეთი ომს აჭიანურებს და შესაბამისად, ის უფრო ძლიერ გლობალურ ზეწოლას იმსახურებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზელენსკი ამბობს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 137 საბრძოლო მოქმედება მოხდა.

რუსეთი ომს აჭიანურებს და შესაბამისად, ის უფრო ძლიერ გლობალურ ზეწოლას იმსახურებს. რუსეთი უარს ამბობს მკვლელობების შეჩერებაზე და შესაბამისად, არ უნდა მიიღოს რაიმე ჯილდო ან სარგებელი. ეს არ არის მხოლოდ მორალური პოზიცია – ეს რაციონალური პოზიციაა. დათმობები მკვლელის არ არწმუნებს, მაგრამ სიცოცხლის ჭეშმარიტად ძლიერი დაცვა მკვლელებს აჩერებს.
მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება ძლიერების შენარჩუნებაში და ვინც გვაახლოებს ნამდვილ მშვიდობასთან – მშვიდობასთან ძალის გზით. ეს არის ერთადერთი სახის მშვიდობა, რომლის მიღწევაც შესაძლებელია რუსეთთან. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ 24/7-ზე“. – წერს ზელენსკი.

იტვირთბა....