პარტიამ „კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ ინფო”) თბილისის მერობის კანდიდატად, ზურა მახარაძე წარადგინა.
როგორც ზურა მახარაძემ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, მათი მიზანია რეალურ პრობლემებზე კონცენტრირება, რაც ხალხს ნამდვილად აწუხებს.
„ჩვენ გვინდა „ნაცების“ და „ქოცების“ ვითომ კონფლიქტის მაგივრად რეალურ პრობლემებზე ვკონცენტრირდეთ. შევცვალოთ ქართული პოლიტიკური რეალობა. ჩვენ გვინდა, იმ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რაც მართლა აწუხებს ხალხს. როგორიცაა: მასობრივი მიგრაცია, კატასტროფული დემოგრაფიული ვითარება…” – ამბობს ზურა მახარაძე

