ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რიუტემ ჟურნალისტებთან დონალდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის თაობაზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.
„მომავალი პარასკევი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეს იქნება პუტინის გამოცდა, თუ რამდენად სერიოზულად არის ის განწყობილი, რომ დასრულდეს ეს საშინელი ომი,“ – განაცხადა რიუტემ ABC-ის გადაცემაში “This Week”.
გადაცემის წამყვან ჯონათან კარლთან საუბრისას რიუტემ თქვა, რომ სჯერა, ტრამპი მზად არის, რუსეთის პრეზიდენტს ამ სასტიკი ომზე ესაუბროს და მშვიდობისკენ მოუწოდოს.
„მე მართლაც მჯერა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს ამის დასრულება,“ – უთხრა რიუტემ კარლს. „მას სურს, დასრულდეს ადამიანთა უდიდესი მსხვერპლი და ის საშინელი ზიანი, რომელიც უკრაინის ინფრასტრუქტურას ადგება. ამ ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და განადგურდა უდიდესი მატერიალური ქონება {…}
ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმოუდგენელ ზეწოლას ახდენს რუსეთზე” – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტთან საუბრისას.
გადაცემაში რიუტემ განაცხადა, რომ ალასკის შეხვედრას მოქმედ საწყის წერტილად მიიჩნევდა, თუმცა დაეთანხმა, რომ უკრაინის გარეშე რაიმე შეთანხმება შეუძლებელია და არც უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა არ უნდა იქნას უგულებელყოფილი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან პუტინთან შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის გარეშე დანიშნა, თუმცა გავრცელდა მოსაზრებები, რომ ზელენსკი შეიძლება მაინც მიიწვიონ.

