ახალი ამბები მთავარი

“ჩვენ არ დავუშვებთ რუსეთის მიერ უკრაინის გაყოფის ამ მეორე მცდელობას” – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ამერიკულ მხარესთან თითქმის 24-საათიან კონტაქტზე ვართ, სხვადასხვა დონეზე, და ჩვენ ყველა დეტალს არ ვასაჯაროებთ. ყველა ნათლად ხედავს პუტინის ტაქტიკას. მას ეშინია სანქციების და ყველაფერს აკეთებს მათგან თავის დასაღწევად. პუტინს სურს ომისა და მკვლელობის დაპაუზების სანაცვლოდ ჩვენი მიწების ოკუპაციის ლეგალიზება მიიღოს – მას სურს ტერიტორიული ნადავლის მეორედ მიღება” , – ვოლოდიმერ ზელენსკიმ ყოველდღიური საჯარო მიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინის რუსეთთან კომპრომისებზე და სამშვიდობო ზავზე ისაუბრა.

“პუტინს ყირიმის აღების უფლება მისცეს და ამან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაცია გამოიწვია. ის არ დასჯილა, როდესაც ჩვენს საზღვრებზე კონტინგენტი შეკრიბა. ამან სრულმასშტაბიანი ომი და უკრაინის მეტი ტერიტორიის ოკუპაცია გამოიწვია. ახლა პუტინს სურს, რომ აპატიონ ჩვენი ხერსონის ოლქის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის მიტაცება. ჩვენ არ დავუშვებთ რუსეთის მიერ უკრაინის გაყოფის ამ მეორე მცდელობას. რუსეთის ტაქტიკა ასეთია – სადაც მეორეა, იქ მესამეც არის.
ამიტომ, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ, მკაფიო უკრაინულ პოზიციაზე. ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დავასრულოთ, რომელიც დაფუძნებულია მკაფიო, საიმედო უსაფრთხოების არქიტექტურაზე. ჩვენი პარტნიორები კი მზად არიან დაგვეხმარონ ამ საკითხში.
მადლობას ვუხდი ყველს, ვინც დღეს მხარი დაგვიჭირა, ვინც იბრძვის ჩვენი სახელმწიფოსთვის, ვინც მუშაობს უკრაინისთვის. მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცს, უკრაინის ყველა მოქალაქეს, ვინც აცნობიერებს, რომ დამოუკიდებლობა ღირსებაზეა დაფუძნებული. შიში და დათმობები ერების არსებობას უსაფრთხოს არ ხდის. რუსეთის სურვილები, განკარგოს უკრაინის ტერიტორიები, სურვილადვე დარჩება მანამ, სანამ უკრაინელები მხარდამხარ დგანან, ეხმარებიან არმიას, ეხმარებიან სახელმწიფოს. დიდება უკრაინას!” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
იტვირთბა....