ახალი ამბები მთავარი

“ეს მარშრუტი დონალდ ტრამპის დაქირავებულ მებრძოლთა სასაფლაოდ იქცევა” – ირანის ლიდერის მრჩეველი კავკასიაში გამავალ კორიდორზე

“აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებული მარშრუტი “ტრამპის დაქირავებული მებრძოლების სასაფლაოდ იქცევა”, ეს პოლიტიკური შეთქმულებაა ირანისა და სხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ”, – განაცხადა ირანის უზენაესი ლიდერის მთავარმა მრჩეველმა, ალი აკბარ ველაიათიმ.

ირანის უზენაესი ლიდერის თქმით, აღნიშნული დერეფანი არა ჩვეულებრივი სავაჭრო მარშრუტი, არამედ პოლიტიკური შეთქმულებაა ირანისა და “სხვა მეზობელი ქვეყნების” წინააღმდეგ.

დონალდ ტრამპის დაქირავებულ მებრძოლთა სასაფლაოდ იქცევა, და არა მარშრუტად, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ეკუთვნის. 

შედეგად, ირანი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესაბამისად იმოქმედებს, რუსეთთან ერთად ან მის გარეშე. გვჯერა, რომ რუსეთი ასევე სტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ დერეფანს. 

თურქეთის გარდა, რომელიც ნატოს წევრია, ნატოს სხვა ქვეყნებსაც სურთ ამ რეგიონში წარმომადგენლობა. ნატოს სურს გველივით იწვეს ირანსა და რუსეთს შორის, მაგრამ ირანი ამას არ დაუშვებს”, – განაცხადა ირანის უზენაესი ლიდერის მთავარმა მრჩეველმა.

იტვირთბა....