ახალი ამბები მთავარი

“ჩვენი ვალდებულებაა რომ 2008 წლის და აფხაზეთის ომების მსხვერპლი ტყუილი არ აღმოაჩნდეს” – მიხეილ სააკაშვილი

“ივანიშვილის მოლაპარაკე თოჯინების განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ქართველი ხალხის საბოლოოდ, სამშობლოს გარეშე დატოვებას”, – მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელებით მიმართვას ავრცელებს და დღეს მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

“ჩვენი პასუხი უნდა იყოს მხოლოდ ერთი – შეუპოვარი, თავგანწირული ბრძოლა ამ რუსული მარწუხების ჩასაჭრელად და შესაბამისად, რეჟიმის სასწრაფოდ შესაცვლელად.

ჩვენი ვალდებულებაა რომ 2008 წლის და აფხაზეთის ომების მსხვერპლი ტყუილი არ აღმოაჩნდეს და ყველას დავუმტკიცოთ რომ დღესაც ვართ მოწოდების სიმაღლეზე, გვიყვარს საქართველო და მზად ვართ ყველაფერი გადავდოთ მის გადასარჩენად.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, – წეს მიხეილ სააკაშვილი.
იტვირთბა....