„ქართული ოცნების“ ლიდერები, პერმანენტულად ადანაშაულებენ ქართველ ხალხს და სახელმწიფოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში”. – განაცხადა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.
“ამ წლების განმავლობაში, მრავალჯერ დამტკიცდა და დადასტურდა, რომ პუტინმა და რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ, თავდასხმის შედეგად ასობით ჩვენი მოქალაქე მოკლა. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციელები. „ქართული ოცნება“, ირაკლი კობახიძე, ისინი, რომლებიც პუტინის მსგავსი გზავნილებით ესაუბრებიან ქართულ საზოგადოებას, მოღალატეობრივ საქმიანობაში არიან ჩართულები, საქართველოს სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, თავდასხმის, ომის [რომელიც აწარმოვა რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ საქართველოს წინააღმდეგ] საპასუხოდ ავაშენოთ სამართლებრივი, დემოკრატიული, ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელიც მზად იქნება პარტნიორებთან ერთად დაიცვას საკუთარი თავი.
ამისთვის გვჭირდება ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები, რასაც ანადგურებს და კლავს „ქართული ოცნება“, ივანიშვილი, კობახიძე და სხვები. ისინი ტოვებენ საქართველოს დაცვის და საერთაშორისო პარტნიორების გარეშე. ამ ყველაფერს ერთი პასუხი სჭირდება, „ქართული ოცნების“ დასჯა, სილის გაწვნა! მათი გაშვება ხელისუფლებიდან“,– განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

