“8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია – ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება”, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის სასაფლაოზე შეკრებილ ჟურნალისტებს.
„პატივს მივაგებთ 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას. 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის ჩვენი გმირი სამხედროები და ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება. ბუნებრივია, ჩვენი ვალია ყოველ წელს და მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული მათგანის, ჩვენი გმირის ხსოვნას. რაც შეეხება ზოგადად აგვისტოს ომს, 8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია – ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება. ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების კარნახით და არა გარე ძალების კარნახით. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იმისთვის, რომ არ გამეორდეს ასეთი დანაშაულები და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს მშვიდობა იმისთვის, რომ დაცული იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

