ახალი ამბები მთავარი

“აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები რუსეთის გვერდის ავლით ახალი სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის გახსნაზე შეთანხმდებიან” – Reuters

“თეთრ სახლში შეხვედრის დროს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები რუსეთის გვერდის ავლით ახალი სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის გახსნაზე შეთანხმდებიან”, – ნათქვამია გამოცემა Reuters.

გამოცემა წერს, რომ სატრანსპორტო კორიდორის განვითარებასა და მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლებები ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება.

შეგახსენებთ, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერის მონაწილეობით აშშ-ში სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი, რომელსაც დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს

 

 

იტვირთბა....