ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვლადიმერ პუტინს ერთი დღე აქვს დარჩენილი” – დონალდ ტრამპი

“ვლადიმერ პუტინს ერთი დღე აქვს დარჩენილი, რათა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას” – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

“მათ სურთ ჩემთან შეხვედრა და მე ყველაფერს გავაკეთებ მასობრივი მკვლელობების შესაჩერებლად. წინა თვეში 14 000 ადამიანი დაიღუპა. კვირაში 4000-5000 ადამიანი. არ მიყვარს დიდხანს ლოდინი. ეს სირცხვილია. ესენი ძირითადად ჯარისკაცები არიან – უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. რაკეტებს ისვრიან და ღამღამობით 35-40 ადამიანი იღუპება, რაც საშინელებაა“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასასრულებლად პუტინისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა დღეს იწურება. თუ რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, აშშ მას მეორედ სანქციებს დაუწესებს.

იტვირთბა....