ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ჩეჩინი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროევროპულ აქციებზე დაკავებული ანტონ ჩეჩინის აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ჩეჩინი პატიმრობაში დატოვა. პროკურორმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მომდევნო სხდომაზე კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვუთ ჩეჩინის ადვოკატი მიმართავს. პროცესი 25 აგვისტოს 11 საათზე ჩაინიშნა.

ანტონ ჩეჩინს დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა ედება ბრალად, თუმცა გიორგი ახობაძის საქმის მსგავსად არც მის საქმეში არსებობს ჩხრეკისა და ამოღების ამსახველი ვიდეოკადრები.

თავად ბრალდებული, რუსეთის მოქალაქე ჩეჩინი მის დაკავებას პროევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეობას უკავშირდებს. ის რუსეთში აქტივისტი იყო, ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ომს უკრაინაში და მხარს უჭერდა ოპოზიციონერ ნავალნის.

იტვირთბა....