“ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მზია ამაღლობელს. საქართველოს სინდისს, ქართული ჟურნალისტიკის ხმას და უდიდეს ადამიანს! ” – ნინო დათაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს, რომელშიც მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს.
“საზოგადოებას, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ჩემი მხარდაჭერისათვის, მაძლიერებს თქვენი სოლიდარობა და გულშემატკივრობა. ძალიან მერიდება ამხელა ყურადღების ქვეშ რომ ვარ, მერიდება ჩემს ყოფილ მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მთელ საზოგადოებასთან. მაგრამ ვარ ძალიან მადლიერი და ასევე, იმედით სავსე, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია.
ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მზია ამაღლობელს. საქართველოს სინდისს, ქართული ჟურნალისტიკის ხმას და უდიდეს ადამიანს! მზია, შენ ჩემი პირადი გმირი ხარ! მზია, შენ უკვე გამარჯვებული ხარ!” – წერს ნინო დათაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში.

