ახალი ამბები მთავარი

“მკვლელობები უნდა შეწყდეს და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

“პრიორიტეტები აბსოლუტურად ნათელია – მკვლელობები უნდა შეწყდეს და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს” – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

„მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე რეალური პროგრესის მიღწევისა და უკრაინის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით ბევრი სატელეფონო ზარი და კონტაქტია დაგეგმილი.

საკუთარი აგრესიის დასასრულებლად რეალური ნაბიჯები რუსეთმა თავად უნდა გადადგას.

მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი დეტალების განხილვა მოხდეს. პრიორიტეტები აბსოლუტურად ნათელია. პირველი – მკვლელობები უნდა შეწყდეს და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს. მეორე – ლიდერების ფორმატი, რათა ასეთმა შეხვედრამ ნამდვილად ხანგრძლივი მშვიდობა გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია ასეთი ფორმატის დრო და განსახილველი საკითხები განისაზღვროს. მესამე – გრძელვადიანი უსაფრთხოება. ეს შესაძლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად”. – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

იტვირთბა....