“17 წლის წინ დღეს, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთმა ნათლად აჩვენა მისი აგრესიულობა და მისი სურვილი, რომ იმპერიალისტურ წარსულს ჩაებღაუჭოს.” – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალური ქსელებით რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“დღეს, ესტონეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტის მიმართ
ჩვენ არასდროს დავივიწყებთ და არასდროს ვაღიარებთ მისი ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას” – წერს მარგუს ცაჰკნა.

