“მზია ევროპული მომავლისთვის საქართველოს ბრძოლის სიმბოლოდ იქცა”. – ასე ეხმაურება სოციალური ქსელებით ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენს.
„მზია ამაღლობელს ახლახან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს მხოლოდ შესანიშნავი ჟურნალისტის პოლიტიკური დევნა არ არის. მზია ევროპული მომავლისთვის საქართველოს ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას იმაზე უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე ეს კრემლმა რუსეთში გააკეთა“. – წერს ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიენე.

