კრემლში ამ წუთებში ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ სტივ უიოტკოფი რუსეთსი დღეს დილით ჩავიდა და ეს მისი რიგით მეხუთე ვიზიტია.

