მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს მიმართა, რომ შეუძლია “პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს“.
დღეს „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და 353 მუხლის საფუძველზე 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაკვალიფიცირდა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის საფუძველზე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.

