ვაშინგტონში დონალდ ტრამპი ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შეხვდება, რის შესახებაც ონფორმაციას სომხური მედია აქვეყნებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციის ცნობით ის ვაშინგტონს 7-8 აგვისტოს ეწვევა.
„ვაშინგტონში, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების საკითხზე.
ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და ილჰამ ალიევთან ერთად სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მიზანი „რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა“.-აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.

