ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენს დღეს, 6 აგვისტოს 14:00 საათზე გამოაცხადებს.

წინა სასამართლო სხდომაზე ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და აღნიშნა, რომ მისი ქმედება თავდასხმა არ ყოფილა და შესაბამისად, ვერ დაეთანხმა პროკურატურის საპროცესო შეთანხმების შეთავაზებას.

“პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. სადაც მე ვარ გამოკეტილი, იქ საპროცესო გარიგება მართლაც ღვთის წყალობა, თუმცა ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ გაახმოვანეს – ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას, შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი. შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან… მგონია, კანონში არსებობს ჩემ ქმედებაზე – სილის გაწვნაზე ადეკვატური მუხლი” – განაცხადა მან.

გამოძიება ქალ ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

იტვირთბა....