ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ ნიდერლანდები უკრაინას ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 500 მილიონი ევროა.
მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტებსა და რაკეტებს მოიცავს.
“უკრაინას ახლა მეტი საჰაერო თავდაცვითი სისტემები და საბრძოლო მასალა სჭირდება…
ეს უკრაინას დაეხმარება, დაიცვას საკუთარი თავი და დანარჩენი ევროპა რუსული აგრესიისაგან”, – წერს ბრეკელმანს სოციალურ ქსელში.

