ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე საქართველოს კანდიდატის სტატუსით არ მოვიწვევთ – დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა – დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს – აღნიშნულის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუს“ წერილობით აცნობა, რითაც უპასუხა სააგენტოს შეკითხვას, რატომ არ არის საქართველო მიწვეული 1-2 სექტემბერს დანიაში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლები ესწრებიან.

“დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება:

2024 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მან ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა. ევროკავშირმა ეს გაითვალისწინა. დანიის მხრიდან [ევროკავშირის საბჭოს] თავმჯდომარეობა პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შექმნილ პრეცედენტს მიჰყვება და, ზოგადი წესის მიხედვით, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს“, – აცხადებენ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იტვირთბა....