ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვიდეოს ხმა რომ არ ჰქონოდა, შინაარს ვერ გადმოვცემდი” – არსენ ხუნაშვილი

დღეს, 4 აგვისტოს, ჯგუფური ძალადობის მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული პირების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა. მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის განცხადებით, ვიდეოს, რომელიც საქმეში ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ ბრალდების მხარის მტკიცებულებას წარმოადგენს, თავდაპირველად ხმა ჰქონდა, ხოლო საქმეში აღნიშნული ვიდეო ხმის გარეშეა წარმოდგენილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამომძიებელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან  ვიდეო აღწერა და იმ საუბრის შინაარსზე ისაუბრა, რომლის ავტორიც, მისი თქმით, ზვიად ცეცხლაძე იყო.

მე როგორც დავათვალიერე, ჩვეულებრივად ისმოდა. ვიდეოს ხმა რომ არ ჰქონოდა, შინაარს ვერ გადმოვცემდი. შეიძლება დისკზე წაიშალა ხმა. ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო  […].

საწყის ეტაპზე ვიდეოში ორი ახალგაზრდა მამაკაცი საუბრობს აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე, პოლიციელებს გიენებად მოიხსენიებენ. ზვიად ცეცხლაძე საუბრობს, რომ რუსთაველის გამზირი მოუხერხებელია, რადგან პოლიციას ეფექტურ წინააღმდეგობას ვერ უწევენ, ხალხს მიმართავს. 4-წუთიდან ამბობს, არაა აუცილებელი რევოლუცია მოხდეს პარლამენტთან, იხსენიებს უკრაინის ამბავს და ამბობს, რომ რევოლუცია თავისუფლების მოედანზე მოხდა.

ასევე, ამბობს, საჭიროა ბარიკადების აგება, აუცილებელია კოცონი ენთოს, რადგან ბოლი აირწინაღის როლს თამაშობს, ასევე კარგია გათბობისთვის, აუცილებელია მავთულხლართის გაბმა, რადგან მისი გადალახვა პოლიციას გაუჭირდებაო.

საუბრობს, რომ ზეთია საჭირო, თუ ძირს დაასხამდნენ, პოლიციის ეკიპირება ადვილად გაცურებადია და პრობლემები შეექმნებოდათ, ლურსმნების დაყრაზე, კვერცხების სროლაზე საუბრობს. ასევე საუბრობს, რომ კამერების განეიტრალებაა საჭირო, რათა არ დაფიქსირდნენ. შესაძლოა, გამოიყენონ ქაფი და საღებავი.

კარგი იქნება თუ დააბეტონებენ ქვებს, ეს გამოიყენეს ჩინეთში და პოლიციის მანქანებს შესაძლებლობა არ ექნებათ, გზებზე გადაადგილდნენ და მათ დიდი რესურსის დახარჯვა მოუწევთ.

9 წუთსა და 30 წამზე საუბრობს, პოლიციელებზე თავდასხმისთვის რა არის საჭირო, კონკრეტულად ამბობს პიროტექნიკაზე, რომ ის ცალ-ცალკე უნდა შეიძინონ, რათა ჯგუფურობა არ დადგინდეს და ამის გამო არ დაგვაკავონო.

ამბობს, რომ ყველანაირი ქმედება ორგანიზებული უნდა იყოს, საუბრობს, რომ პროტესტი ყველა ქალაქში უნდა იყოს, რათა თბილისში პოლიციის მობილიზება ვერ შედგეს“ – განაცხადა გამომძიებელმა არსენ ხუნაშვილმა.

იტვირთბა....