ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თავს გამარჯვებულად ვთვლი” – მზია ამაღლობელი

დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი იმართება, სადაც იგი სიტყვით გამოვიდა.

მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, რადგან თავს გამარჯვებულად თვლის.

არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად ვთვლი.

ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს, უფლებადაცველებს.ვისაც არ დაეზარა, ქვა და ტალახი მესროლა, ჩემმა ადვოკატებმა შეძლებს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ პროპაგანდას. მათ შეძლეს, ჩემს სიმართლეზე ამ დარბაზში და მის მიღმაც არგუმენტებით და მტკიცებულებებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა და სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა.

დაიმახსოვრეთ მათი სახელები, ისინი ქართული მართლმსაჯულების საყრდენები გახდებიან. მადლობას უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან. კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, არ იქნება ამისთვის საკმარისი, იმსთვის მადლობის გადასახდელად, რასაც ვგრძნობ 200 დღეზე მეტია“ – ამბობს მზია ამაღლობელი. ინფორმაციას “ბათუემელები” ავრცელებს.

იტვირთბა....