ჭავჭავაძის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია. “შეწყვიტეთ ხალხის კვლა“ – ამ მოთხოვნით ირანის მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა ქუჩაში დგანან.
აქციაზე ასევე იმყოფებიან ის ადამიანებიც, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ირანის მოქალაქეებს და რეჟიმის დამარცხებას ითხოვენ. ისინი თანხმდებიან, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით, ირანის საელჩოებთან საპროტესტო აქციები მოეწყოს, რათა გაიგონ მსოფლიო ლიდერებმა და საზოგადოებამ, რომ ირანის რეჟიმი აუცილებლად უნდა დასრულდეს.
ინფორმაცია არ გვაქვს არანაირი. ჩუმად ვერ ვიქნებით, რადგან დუმილი სირცხვილია, ახალგაზრდები ირანის ქუჩებში არიან, – ამბობს აქციის მონაწილე.
საელჩოსთან შეკრებილი ირანელები ასევე მადლობას უხდიან ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის.
მადლობა ვუხდი ქართველ ხალხს, რადგან ისინი ხმარს გვიჭერენ. გუშინ ვნახეთ მათი მხარდაჭერა. ცემ ქვეყანაში ყველაფერი ცუდადაა, მათ თი სურთ ტანსაცმლის ყიდვა, გადახდის საშუალებაც კი არ აქვთ, ფული არ აქვთ, არავის მოსწონს ეს მთავრობა, ხალხი ქუჩაში გამოდის, რადგან ცვლილებები უნდათ. ახალ ამბებში ამბობენ, რომ 2000 ადამიანი მოკლული, მაგრამ გაცილებით მეტია. ამ დორისთვის ყველა ჩემი მეგობარი ირანის ქუჩებშია, თუმცა, არ გვაქვს ინფორმაცია, რადგან არ არის ინტერენეტი. ცარიელი ხელებით ბრძოლა არ შეგვიძლია, დახმარება გჭირდება, – ამბობს კიდევ ერთი ირანელი.
ირანის საელჩოსთან მოქალაქეები ყოველდღე 18:00 საათიდან შეიკრიბებიან.
ფოტო “რადიო თავისუფლება“.

