ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნატოს ერთი წევრი ქვეყნის მიერ ნატოს მეორე წევრი სახელმწიფოს ნაწილის ხელში ჩაგდების მცდელობა პოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა”- ტუსკი

პოლონეთი გრენლანდიაში ჯარისკაცებს არ გააგზავნის, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ,დონალდ ტუსკმა და დასძინა, რომ ნატოს ერთი ქვეყნის თავდასხმა მეორის ტერიტორიაზე იქნება „სამყაროს დასასრული ისეთი სახით, როგორითაც მას ვიცნობთ“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის და ამერიკამ ის უნდა დაისაკუთროს, რათა თავიდან აიცილოს მისი ოკუპაცია რუსეთის ან ჩინეთის მიერ. მან აღნიშნა, რომ გრენლანდიის – რომელიც დანიის ავტონომიური ტერიტორიაა – უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ვარიანტი განიხილება.

„ნატოს ერთი წევრი ქვეყნის მიერ ნატოს მეორე წევრი სახელმწიფოს ნაწილის ხელში ჩაგდების მცდელობა პოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა“, – განაცხადა ტუსკმა პრესკონფერენციაზე.

„ეს იქნებოდა სამყაროს დასასრული, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ; სამყაროსი, რომლის გარანტიც ნატოს სოლიდარობა იყო, რაც აკავებდა კომუნისტურ ტერორთან ან აგრესიის სხვა ფორმებთან ასოცირებულ ბოროტ ძალებს“, – დასძინა მან.

იტვირთბა....